პროექტის მთავარი იდეა: დავიცვათ ბუნება დაბინძურებისაგან.
პროექტის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ თუ როგორ უნდა დაიცვან ბუნება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეების მიერ წვლილის შეტანა ბუნების დაცვაში.
მონაწილეთა ასაკი: 9,10 წლის.
ვადები /ხანგრძლივობა: 3 ან 4 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პლაკატები,სურათები, რეკლამა დაბინძურების შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დასუფთავებისათის
სამუშაო იარაღები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მასწავლებელი წინასწარ შეარჩევს თემას პროექტისათვის მოსწავლეებთან ერთად. მასწავლებელი კლასს დაყოფს ორ ჯგუფად.ჯგუფები ირჩევენ თავიანთ ლიდერებს,რომლებიც შეასრულებენ მათზე მიცემული დავალების პრეზენტაციას. მასწავლებელი ჯფუფებს აძლევს სხვადასხვა დავალებას.
პირველ ჯგუფს აძლევს დავალებას , დაბინძურებული ადგილების დასუფთავებას.
მეორე ჯგუფს ევალება მოგროვილი ნაგვის გატანა და დაწვა, მოსწავლეები ასრულებენ მიცემულ დავალებას . შემდეგ ჯგუფის ლიდერები აკეთებენ პრეზენტაციას.
მოსწაავლეები მასწავლებელთან ერთად მსჯელობენ და არჩევენ თემას შემდეგი პროექტისათვის.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნების მცოდნეობა და ქართული ენა.